spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სოფო ჯაფარიძე – ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სოფო ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოურ კლინიკებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

 

ამის შესახებ ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“ახლა სიჩუმე არის დანაშაული და აღარ არის დრო მხოლოდ განცხადებების. ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე და მე უკვე დავიწყე აქტიური მოქმედებები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისთვის. სამწუხაროდ, აქ, ამ ციხეში და ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია მისი მკურნალობა და მე დავიწყე ძალიან აქტიური მოლაპარაკებები უცხოურ კლინიკებთან. ყველა წინადადებას შევთავაზებ ხელისუფლებას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა. 

 

ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს ძალიან ცუდი შედეგი. დღეს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ნებისმიერ წუთს შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი შედეგი, გვერდზე უნდა გადავდოთ პოლიტიკაც, ბრძოლაც და შურისძიებაც. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავარჩინოთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები