“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, რამდენიმე დღეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის “საზოგადოებრივი მისაღები“ გაიხსნება.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების წერილებსა და მოსაზრებებს ადვოკატების მეშვეობით, ყოველდღიურად მიიღებს და ყველას უპასუხებს.
“რამდენიმე დღეში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნება. მიხეილ სააკაშვილი მზად არის თქვენთან დიალოგისთვის. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს მოქალაქეებთან იყოს უშუალო კომუნიკაციაში და გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მას მიაწვდინოთ ხმა, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები. ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ.
საზოგადოებრივ მისაღებში მოსვლა ყველას შეეძლება. რამდენიმე დღეში იქნება ოფისი მზად და დეტალებს გაგაგებინებთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.