spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფო ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოფო ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს.

ენმ-ის ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

როგორც სოფო ჯაფარიძე აცხადებს, მისი პროცესი საქალაქო სასამართლოში 3 თებერვალსაა ჩანიშნული.

“პროცესი 3 თებერვალსაა ჩანიშნული, მე 2 დღის წინ დამირეკეს, დამიბარეს, დამატებითი კითხვაც არ გამჩენია, ეს არის მორიგი ცირკი, რასაც ყოველდღე ვუყურებთ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვაჩერებენ, ვერც სასამართლოთი და ვერც ვერაფრით, რადგან ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები