spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სოფო ჯაფარიძე – სიმბოლურად ჩვენ ჩამოვედით რუსი ოლიგარქის მშობლიურ სოფელში, დაგვხვდნენ სრულიად აგრესიულები

ჩამოვედით სრულიად მშვიდად, რომ გამეკეთებინა განცხადება და მეთქვა ის, რომ ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ვერ შეძლებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რუსებით ჩაანაცვლოს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

 

“სიმბოლურად ჩვენ ჩამოვედით რუსი ოლიგარქის მშობლიურ სოფელში, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველო აქციოს რუსეთის უკანა ეზოდ, ჩვენ ქვეყანას დაუკარგოს ნანატრი თავისუფლება, დაუკარგოს ჩვენ შვილებს ევროპული მომავალი. ჩამოვედით სრულიად მშვიდად, რომ გამეკეთებინა განცხადება და მეთქვა ის, რომ ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და ვერ შეძლებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები რუსებით ჩაანაცვლოს. სამწუხაროდ, დაგვხვდა ის, რაც დაგვხვდა, მე ამ ადამიანების მიმართ არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ისინი სამწუხაროდ, მსხვერპლი არიან “ქართული ოცნების”, რუსი ოლიგარქის და ამ მშიშარა ადამიანების, რომლებსაც მშვიდი მოქალაქეების შეეშინდათ. დაგვხვდნენ სრულიად აგრესიულები, რომ ჩამოხვედით აქციაზეო, მე მათ ავუხსენი, რომ ეს არ იყო აქცია და მათი მხრიდან არგუმენტი იყო, თუ არ იყო აქცია, რატომ ხართ დროშებით? “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ის, რომ საქართველოს და ევროკავშირის დროშა ამ ადამიანებისთვის ასოცირდება აქციასთან და პროტესტთან. ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს და აღარ ვიყოთ იმ პუტინის მოვალეობის შემსრულებლების უკანა ეზო, რომლებსაც დღეს ტყვეობაში ჰყავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა ეს სახელმწიფო.

 

ჭორვილასთან დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე მობილიზებული ადამიანები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ბიძინა ივანიშვილის სოფლისკენ მიმავალი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს. ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს კი საქართველოს დროშა წაართვეს, ტარი მოაგლიჯეს და აქციის მონაწილეების მისამართით ისროლეს.

 

იქამდე კი ჟურნალისტებს ჭორვილას გზა პოლიციამ ჩაუკეტა და სოფელში არ შეუშვა.

 

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მსვლელობის მიზანი ოლიგარქის სახლამდე მისვლა და არაფორმალური მმართველობის გაპროტესტება იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები