spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სოსო გოგაშვილი – ბოლო ფაზაში იქნება პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციები, თუმცა ეს ფაზა გარკვეულწილად დაწყებულია

დღევანდელი მმართველი ბანდა არის ავტორიტარული რუსული მარიონეტული ხელისუფლების კლასიკური მაგალითი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სუს-ის უფროსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი წერს.

 

“ჯერჯერობით ის იმყოფება ბოლოს წინა ფაზაში, დასასრულთან ახლოს. ეს არის პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვისა და პოლიტპატიმრების ფაზა. ბოლო ფაზაში იქნება პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციები, თუმცა ეს ფაზა გარკვეულწილად დაწყებულია. აუცილებელი არაა ვინმე ტყვიით მოკლან, მოწამლონ ან ააფეთქონ, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიღებული სტრესი იგივე შედეგს იძლევა. 

 

იმედი მაქვს, რომ ღირსეული ქართველი ხალხი მალე გამოიღვიძებს და ჩამოიშორებს  груსული ოცნების ბოროტი რუსული ძალის მარიონეტულ არალეგიტიმურ ხელისუფლებას”, – წერს გოგაშვილი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGogashviliSoso%2Fposts%2Fpfbid02XvTHAEgpBBWW7pSqDYuYuSaju18e9a6Vcufu2MrQeYTMbmKFh4BguZSAxCJnMh4zl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”310″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები