spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ბრალი წარუდგინეს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაცვის წევრს ალექსანდრე სამხარაძეს, რომელიც სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წარუდგინეს. 

 

“გამოვედი ბრალდებულის სტატუსით. ოფიციალურად წამიყენეს ბრალი და დანარჩენს უკვე პროკურატურა და სასამართლო დაადგენს. ცდილობენ, რომ მე ოჯახს ჩამომაშორონ. იმიტომ რომ ყველამ იცის, მე 2014 წლიდან ბატონი იოსების გვერდში ვარ, 24 საათი მისი ოჯახის გვერდში ვარ. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩამომაშორონ და დამაკავონ”, – განაცხადა სამხარაძემ. 

 

დღესვე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის შვილი გამოკითხეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები