spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოზარ სუბარი – მოწოდებები იმაზე, რომ სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ერთადერთ მიზანს ემსახურება

ითხოვენ, რომ ჩავერთოთ ომში. ამას საეჭვოდ ემთხვევა ზეწოლა ივანიშვილზე, ჩნდება გარკვეული ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

 

“ამ ფონზე, მოწოდებები იმაზე, რომ სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ერთადერთ მიზანს ემსახურება. უნდათ, რომ „ქართულ ოცნებაზე“ მოახდინონ გარკვეული ზეწოლა. რა ზეწოლა უნდა მოახდინონ. ერთადერთ რამეს ითხოვენ ჩვენგან და ეს ერთადერთი რამე არის ის, რომ ჩავერთოთ ომში. როდესაც ამას საეჭვოდ ემთხვევა ზეწოლა ივანიშვილზე, ჩნდება გარკვეული ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები