spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მედიის წარმომადგენლების აქცია იმართება

“თავისუფლება მზია ამაღლობელს” – ამ მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მედიის წარმომადგენლების აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და კოკა კაციტაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რათა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დააყენონ.

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მანამდე აქცია მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა. აქტივისტების განცხადებით, მზია ამაღლობელი ქართველი პოლიტპატიმარია, რომელსაც რეჟიმი ასამართლებს.

როგორც ცნობილია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მზია ამაღლობელის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები