spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სპეციალური ოპერაციების სარდლობის – სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა

საწვრთნელ ბაზა მანავში სპეციალური ოპერაციების სარდლობის – სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მორიგი ნაკადის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

 

კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა, რომელიც მოიცავდა მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკას, ჯვარედინ მომზადებას, სპეციალისტების მომზადებას, დაგეგმვის პროცესსა და შემაჯამებელ სწავლებას. პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა საცეცხლე, აერომობილური, სამედიცინო და საინჟინრო მომზადებაც გაიარეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები