spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანია “მთავარი არხის” თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები