სპეცრაზმმა რუსთაველზე აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
დაკავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, სავარაუდოდ, ამ დროისთვის დაკავებულია 5 ადამიანი.
პარალელურად ისმის გამაფრთხილებელი მოწოდება, რომ დაიშალონ.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები.
იქამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ “აქციის ძალადობრივმა ჯგუფებმა უკვე განახორციელეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება” და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.