spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასთან დაკავშირებული ნებართვის სახეები იცვლება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა იარაღის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.

 

საკითხის მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ კანონპროექტის მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მიერ, იარაღის გამოყენება, მაღალი საფრთხის შემცველ საშუალებას წარმოადგენს და სამინისტროს მიზანია იარაღის გამოყენებაზე შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები დაწესდეს.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც მთავრობის ინიციატივის წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა, ევროპის პარლამენტის შესაბამის დირექტივებს და რეგულაციებს ითვალისწინებს.

 

მომხსენებლის განცხადებით, იცვლება სპორტული ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები და იარაღების ნუსხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით დამტკიცდება.

 

“კანონპროექტით სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასთან დაკავშირებული ნებართვის სახეები იცვლება. მოქმედი კანონმდებლობით, სპორტულ მოკლე ხრახნილ ლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე შეძენის ნებართვა შენახვის უფლებით, ხოლო სპორტულ მოკლე გლუვლულიან ან გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე კი შენახვისა და ტარების უფლებით გაიცემა.

 

ცვლილებების თანახმად კი, მოკლელულიან იარაღებზე შეძენის ნებართვა მხოლოდ შენახვის უფლებით გაიცემა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

ალექსანდრე დარახველიძემ კანონპროექტით შეთავაზებულ სხვადასხვა სიახლეზე ისაუბრა და ყურადღება დახურული ან ნახევრად დახურული ტირების და სასროლეთების მოწყობის რეგულაციებზე, იარაღების სხვადასხვა ტიპებისთვის პერიოდული რეგისტრაციის გავლის აუცილებლობაზე და ფიზიკური პირის მიერ, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ხრახლლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების გადატანა-გადაზიდვისთვის დაწესებულ ოდენობებზე გაამახვილა.

 

კანონპროექტის განხილვისას, მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანამდე, სამინისტრო მზად არის მოუსმინოს ყველა დაინტერესებულ მხარეს და საკითხის ირგვლივ დამატებითი კონსულტაციები გამართოს. სხდომაზე გამოთქმული წინადადებების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები