spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სროლა კიშინიოვის აეროპორტში – მოკლულია ორი ადამიანი, თავდამსხმელი დაკავებულია

მამაკაცს, რომელმაც კიშინიოვის აეროპორტში დღეს ცეცხლი გახსნა, მოლდოვაში შესვლა აეკრძალა, რის შემდეგაც ის “სტერილურ” ზონაში გადაიყვანეს, სადაც საპირისპირო მიმართულებით ფრენას უნდა დალოდებოდა, თუმცა მან მესაზღვრეს იარაღი წაართვა და ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრა, – ინფორმაციას უცხოური მედია მოლდოვის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

თავდამსხმელი სპეცრაზმის ბატალიონის ძალებმა გაანეიტრალეს.

 

სროლასთან დაკავშირებით, ყველა რეისი გადაიდო, მგზავრები კი სასწრაფოდ იქნა ევაკუირებული აეროპორტიდან.

 

“სიტუაციის ნორმალიზებისთვის უკვე მიღებულია ყველა ზომა. სამართალდამცავი ორგანოები გააგრძელებენ აეროპორტის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

 

თავდამსხმელი ტაჯიკეთის მოქალაქე, 43 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელსაც ქვეყანაში შესვლა უსაფრთხოების მიზეზების გამო აეკრძალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები