ჩეხური მედიის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღაში 15 ადამიანი მოკლა და რამდენიმე ათეული დაჭრა, დევიდ კოზაკია.
ინტერნეტში რუსულენოვანი Telegram-ის არხი აღმოაჩინეს, რომელშიც ავტორი სროლისთვის ემზადება. მესინჯერს აქვს David Kozák არხი, შექმნილი 9 დეკემბერს, რომელიც იმართებოდა რუსულ ენაზე.
ავტორი აცხადებს, რომ “სკოლაში სროლაზე მიდის“ და “შთაგონებულია“ მსროლელებით, რომლებმაც ხოცვა-ჟლეტა მოახდინეს სკოლებში.
“მინდა სკოლაში სროლა მოვაწყო და შესაძლოა, თვითმკვლელობაც… ეს არხი არის დღიური, სადაც მე ვისაუბრებ ჩემს ცხოვრებაზე სროლამდე“, – წერს სავარაუდო თავდამსხმელი 10 დეკემბერს.
შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში დღეს გახსნა ცეცხლი.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 11 დაღუპულის და 25-ზე მეტი დაჭრილის შესახებ. დაშავებულებს შორის არიან შენობის მე-3 და მე-4 სართულიდან გადავარდნილები. მოგვიანებით ჩეხეთის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.