სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ დააკავეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაცია კორუფციული დანაშაულების ფართომასშტაბიან გამოძიებას უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს მერი, მისი პრესმდივანი და მერიის 100-მდე თანამშრომელი.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერს ექრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
ექრემ იმამოღლუ სტამბოლის მერი 2019 წლიდან არის, მეორე ვადით მან 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვა.