spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტამბოლში 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თურქეთში, სტამბოლში 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. 

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი შენობის ქვედა სართულებზე გაჩნდა და მალევე მთელ შენობას მოედო.

 

მოსახლეობის ევაკუაცია სწრაფად განხორციელდა.

 

სტამბოლის მერმა ეკრემ იმამოღლუმ განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად მსხვერპლი არ არის.

 

“ფიკირთეფეს რაიონში მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ევაკუაცია მსხვერპლის გარეშე განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა ქალაქის მერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები