ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო წერს.
“ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ე.წ. “საპარლამენტო არჩევნები” ჩატარდა.
ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერს სტანო.