ჩვენ ყველა ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნებს, რათა გავიგოთ, რამდენად თავისუფალი, სამართლიანი იქნება, რათა ხალხმა გამოხატოს საკუთარი აზრი, – ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ქართველ ამომრჩევლებს ნამდვილად სურთ ევროპული მომავალი, ისინი აირჩევენ მათ, ვინც აახლოებს ამ მომავალთან და თავს არ ესხმის ყველაზე ახლო პარტნიორს.
“ჩვენ ყველა ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნებს, რათა გავიგოთ, რამდენად თავისუფალი, სამართლიანი იქნება, რათა ხალხმა გამოხატოს საკუთარი აზრი. თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა იტყვის, რომ არ ვართ ამ დეზინფორმაციის, ანტიევროპული ნარატივის წინააღმდეგი, არ ვართ წინააღმდეგი რომ ქვეყანა არ წავიდეს ევროკავშირისკენ, კარგი, ე.ი. ისინი აირჩევენ მათ, ვინც წინ წევს ამ საკითხებს. თუმცა თუ ქართველ ამომრჩევლებს ნამდვილად სურთ ევროპული მომავალი, ისინი აირჩევენ მათ, ვინც აახლოებს ამ მომავალთან და თავს არ ესხმის ყველაზე ახლო პარტნიორს, რომელიც ჰყავს საქართველოს დღეს და ეს ევროკავშირია”, – განაცხადა სტანომ.