spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტარმერი აცხადებს, რომ მზადაა უკრაინაში ბრიტანული ჯარები გაგზავნოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მზად არის და სურს ქვეყნის ჯარები განათავსოს უკრაინაში. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღია, რადგან საუბარია დიდი ბრიტანეთის სამხედრო პერსონალი პოტენციურ “საფრთხეზე”.

მისი თქმით, ეს გულისხმობს, “მზაობას და სურვილს, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში საკუთარი ჯარების განლაგებით“.

“ამას მარტივად არ ვამბობ. ძალიან ღრმად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომელიც მოჰყვება პოტენციურ საფრთხეს ბრიტანელი სამხედროებისა და ქალების მიმართ”, – განაცხადა სტარმერმა.

როგორც The Telegraph წერს, ეს არის “პირველი შემთხვევა, როდესაც ის პირდაპირ აცხადებს, რომ განიხილავს უკრაინაში ბრიტანელი სამშვიდობოების განლაგების შესაძლებლობას“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები