spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა

სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი  დააზარალა.

 

მაღრაანში, ფიჩხოვანსა და არგოხში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სასოფლო სამეურნეო ფართობები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. ქარმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები და მოგლიჯა ხეები.

 

“ქარიშხალი იყო თავისი სეტყვით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა სოფელს. ვენახები, ფაქტობრივად, 100%-ით განადგურებულია იმ მონაკვეთში, სადაც ეს სტიქია მოხდა. ასევე, დაგლიჯა 100-წლოვანი ხეები, ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებია წაქცეული და დამტვრეული, სახლებს სახურავებს გადახადა და ასევე, საჯარო სკოლასაც გადახდილი აქვს ნაწილობრივ სახურავი. ზარალის შეფასება დილიდან დაიწყება”, – აცხადებს ახმეტის მერი ალექსი ფიცხელაური.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები