ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მეჩვიდმეტე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.
სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 27 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, 25 იდენტიფიცირებული, 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.