spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცამეტე დღეა, აქტიურად მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე – მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.

 

შსს-ს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.

 

ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90% გადამოწმებულია.

 

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

 

სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები