spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტივ კოენი – საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მაგალითზე უნდა ისწავლოს, რომ რუსეთი არის მტერი

საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მაგალითზე უნდა ისწავლოს, რომ რუსეთი არის მტერი, – ამის შესახებ კონგრესმენმა სტივ კოენმა კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში მიღებული კანონი არ შეესაბამება დასავლურს.

 

“ივანიშვილი არ არის არც პრემიერი და არც პრეზიდენტი, მაგრამ ის მართავს ყველაფერს.

 

საქართველოში მიღებული კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების დათრგუნვას ცდილობს და ეს დასავლური მიდგომა არ არის. საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, ნატოში წევრობაზეც აქვს პრეტენზია, მაგრამ ახლა უახლოვდებიან რუსეთს. საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მაგალითზე უნდა ისწავლოს, რომ რუსეთი არის მტერი”, – განაცხადა კონგრესმენმა სტივ კოენმა.

 

კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, განხილვის ინიციატორი ჰელსინკის კომისიაა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები