ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მოგებას ულოცავს, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ეუთოს შვიდი პარტნიორის მიერ იქნა გადაცემული.
“ვულოცავ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მოგებას, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ეუთოს შვიდი პარტნიორის მიერ იქნა გადაცემული. საია არსებით დახმარებას უწევს ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
თვეების განმავლობაში დემოკრატიული უკუსვლის, თვითნებური დაპატიმრებების და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ, „ქართული ოცნება“ არ აპირებს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას და დაიცვას საკუთარი ამომრჩევლის დემოკრატიული მისწრაფებები.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს იზოლაციონისტური ქცევა და მადლობას ვუხდი საიას ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საქმეში“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.