spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგი – არა უკრაინამ უნდა გაიყვანოს ჯარები მისივე ტერიტორიიდან, არამედ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული მიწიდან

პუტინის ახალი პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად რეალურად მიუთითებს რუსეთის ფედერაციის განზრახვაზე, გააძლიეროს აგრესია და გაზარდოს უკრაინის მიწების ოკუპაცია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

”არა უკრაინამ უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ოკუპირებული მიწიდან”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, პუტინის წინადადება რეალურად ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს უფლება დაიკავოს კიდევ უფრო მეტი უკრაინული მიწა – ოთხივე რეგიონი.

 

“ეს არ არის სამშვიდობო წინადადება, ეს არის უფრო მეტი ოკუპაციის წინადადება და აჩვენებს, რომ რუსეთის მიზანია გააკონტროლოს უკრაინა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც რუსეთმა დაიწყო ომი. ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ამიტომ ნატოს მოკავშირეები უკრაინას უჭერენ მხარს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები