spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგი – აშშ-ისგან უკრაინის დახმარების გაჭიანურებას შედეგები აქვს ბრძოლის ველზე

შეერთებული შტატების კონგრესის შეფერხება უკრაინის დახმარების საკითხში პირდაპირ აისახება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

“უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის გაწევის შეფერხებას ყოველდღიური შედეგი აქვს ბრძოლის ველზე. ნატოს წევრები ვალდებული არიან მიიღონ გადაწყვეტილებები და უზრუნველყონ, რომ უკრაინელ დამცველებს ჰქონდეთ საბრძოლო მასალა რუსებთან დასაპირისპირებლად.

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა. 

 

მან აღნიშნა, რომ კონგრესის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს, რომ უკრაინის ახალი დახმარების მხარდაჭერა უმრავლესობით არის, თუმცა “ეს უმრავლესობა ჯერ არ არის გადაქცეული გამოსავლად”.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები