ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომით ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა სამუდამოდ შეიცვალა.
მისივე თქმით, მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს.
“შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. დიდი ალბათობით, ესეც. რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია მათ სიძლიერეზე ბრძოლის ველზე.
ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, რომელშიც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, ამის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი ნამდვილად არის გზა მშვიდობისკენ.
მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ ხედავს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი დაპირისპირების მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.