მარკ რუტე ნატოს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“მე მას მრავალი წელია, ვიცნობ. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მარკ რუტე თანამდებობას პირველი ოქტომბრიდან მას შემდეგ დაიკავებს, რაც იენს სტოლტენბერგის მანდატი ამოიწურება.