ნატოს პოლიტიკა უკრაინაში რუსეთთან ომში მონაწილეობასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. ეს ასევე ეხება პოლონეთს მიერ უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოგდების საკითხს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“ნატო მხარს დაუჭერს უკრაინას და ჩვენ ახლა გავზარდეთ ჩვენი მხარდაჭერა, კერძოდ, სხვადასხვა საჰაერო თავდაცვის სისტემების მეშვეობით, რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ჩვენ მივაწვდით უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს და საბრძოლო მასალას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ პოლონეთს შეუძლია რუსული რაკეტების ჩამოგდება უკრაინის ტერიტორიაზე, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს არ მოხდება.
“ნატოს პოლიტიკა უცვლელი რჩება – ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ კონფლიქტში, არ გავხდებით მისი ნაწილი”, – აღნიშნა მან.