spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგი – ნატოს სამი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას, მაგრამ ეს ალიანსის პოზიციაზე არ იმოქმედებს

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ნიდერლანდების ახალი პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, ალიანსის წევრები არ შეწყვეტენ უკრაინის დახმარებას.

 

“ნატოს წევრები უზრუნველყოფენ მოწინავე რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თანამედროვე საბრძოლო ტანკებს – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი თანამედროვე დახმარების მაგალითებია… დახმარება ეძლევა უკრაინას, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის არსებითი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერის აღმოჩენას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ახლახან გამოაცხადეს 10 მილიარდი დოლარის გადახდის მზადყოფნა, ხოლო ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფენ დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

 

“უკრაინაში ასევე ხდება საბრძოლო მასალისა და იარაღის მუდმივი შემოდინება. რა თქმა უნდა, არის სასწრაფო დახმარების დიდი მოცულობის საჭიროება, მაგრამ მოკავშირეები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით აჩვენებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

 

გასული თვის ბოლოს, ნიდერლანდებში ჩატარებულ არჩევნებში ანტიევროპულმა ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიამ (PVV) გაიმარჯვა, რომელსაც გერტ ვილდერსი ხელმძღვანელობს, რომელიც უკრაინისთვის იარაღის გადაცემას ეწინააღმდეგება.

 

სლოვაკეთში, ბოლო არჩევნებზე, ასევე შეიცვალა ხელისუფლება და ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი არ გადასცემს უკრაინას იარაღს რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს “გაყინული კონფლიქტი“ უწოდა.

 

რაც შეეხება უნგრეთს, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკვე დიდი ხანია, ცნობილია თავისი პრორუსული პოზიციით და უკრაინის სამხედრო დახმარების დაბლოკვის მცდელობებით, ასევე წინააღმდეგია უკრაინასთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები