spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგი – რუსი ოკუპანტების ზარალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, აგრესორი ქვეყანა იხდის ძალიან დიდ ფასს მცირე წარმატებებისთვის

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთს 350 ათასი მოკლული და დაჭრილი ჯარისკაცი ჰყავს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დაღუპული და დაჭრილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა დასავლური სადაზვერვო სამსახურების მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა არ დააკონკრეტა.

 

სტოლტენბერგის თქმით, ბოლო დროს უკრაინაში ოკუპანტების ზარალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, აგრესორი ქვეყანა იხდის ძალიან დიდ ფასს მცირე წარმატებებისთვის ცალკეული ტერიტორიის კონტროლის სახით.

 

გენერალური მდივნის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე ჩაძირეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჰაერში კი უკრაინელებმა მოახერხეს მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული A-50 შორ მანძილზე სარადარო აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავების ჩამოგდება.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემები ნატოს გენერალური მდივნის მიერ გაჟღერებული მონაცემებისგან განსხვავდება – დღეის მდგომარეობით ცნობილი იყო, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსმა ოკუპანტებმა 427 840 ჯარისკაცი დაკარგეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები