სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მასპინძლობა ნატოს შტაბ-ბინაში, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი “ტვიტერზე” წერს.
როგორც ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, საქართველო ნატოს ფასეული პარტნიორია.
“სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მასპინძლობა ნატოს შტაბ-ბინაში.
საქართველო ჩვენი ფასეული პარტნიორია და სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ ოფიციალური თბილისი გაზრდის რეფორმების განხორციელების ტემპსა და მასშტაბს ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.