spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგი – შავი ზღვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვისაც და ნატოსთვისაც

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, ცალკეული კონკრეტული პროგრამები იქნება იმისათვის, რომ საქართველო-ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს.

 

“საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი.

 

ნატო აგრძელებს მოწოდებას, რომ საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უკანონოა. 

 

რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაძლიეროთ მხარდაჭერა. ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

 

შავი ზღვის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვისაც და ნატოსთვისაც, რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება, პრინციპში არის შეფერხებული და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე.

 

უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს. ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და საუბარი  გვქონდა ჩვენ იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება.

 

შევთანხმდით, რომ ცალკეული კონკრეტული პროგრამები გვექნება საჭიროებებზე მორგებული, რომ საქართველო-ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები