spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგი – უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს ასევე მოიცავს თავდასხმებს ლეგიტიმურ სამიზნეებზე აგრესორის ტერიტორიაზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის აკრძალვის გაუქმებას.

 

მისი თქმით, უკრაინის უფლება რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის ცალსახად არის განსაზღვრული საერთაშორისო კანონმდებლობით.

 

“რადგან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს ასევე მოიცავს თავდასხმებს ლეგიტიმურ სამიზნეებზე აგრესორის ტერიტორიაზე. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ არ შემოიღო შეზღუდვები იარაღის გამოყენებაზე და ზოგიერთი უკვე ამსუბუქებს აკრძალვებს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები