spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგი – უკრაინის ადგილი ნატოშია და ჩვენ ამას შესაძლებელს გავხდით

უკრაინის ადგილი ნატოშია. ამიტომ, ალიანსი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს შესაძლებელი გახდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინამ უნდა იპოვოს ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახში.

 

“უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოში და ჩვენ დახმარებით, ჩვენი მხარდაჭერით ჩვენ ამას შესაძლებელს გავხდით. დღეს განვიხილეთ ყოველწლიური საინიციატივო მხარდაჭერა. ეს დაგეხმარებათ საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობიდან და დოქტრინიდან ნატოს სტანდარტებზე გადასვლაში, უზრუნველყოთ ალიანსთან სრული თავსებადობა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისი თქმით, ეს არის “ნატო-ს უკრაინისადმი გრძელვადიანი ვალდებულების მტკიცებულება“.

 

“ნატო დღეს, ხვალ თქვენთან დგას და იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-მ არ იცის როდის დასრულდება ეს ომი.

 

“მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური სისტემა, რომელიც უნდა შეჩერდეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია მუდმივი მშვიდობა და მე მივესალმები ვოლოდიმირ ზელენსკის “მშვიდობის ფორმულას” ყოველმხრივ.  ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოების უფრო ძლიერი შესაძლებლობები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ალიანსში იქნება, რადგან ეს მისი უსაფრთხოების გარანტიაა.

 

“ჩვენ ვიქნებით ალიანსში, რადგან გვჯერა, რომ ეს არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტი. სანამ ალიანსში არ ვართ, გვსურს ამ გზაზე გარანტიების პაკეტი დამტკიცდეს ვილნიუსში, თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ ვილნიუსის სამიტზე დღის წესრიგში დადგეს უკრაინის წევრობის საკითხი.

 

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააყენა წევრობის, უსაფრთხოების გარანტიების საკითხები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დღის წესრიგში ამ შეხვედრაზე და ნატო ამისთვის ემზადება ვილნიუსის სამიტზე. უკრაინის მომავალი ნატო-შია. ამას ნატოს ყველა წევრი ეთანხმება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის წევრების ძირითადი მიმართულებაა უკრაინის უპირატესობის უზრუნველყოფა, რათა გარანტირებული იყოს მისი არსებობა, როგორც სუვერენული დემოკრატიული ქვეყნის ევროპაში.

 

“რადგან ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიის ორგანიზებისთვის. ამიტომ, დღეს ყურადღება გამახვილებულია მისი სამხედრო მხარდაჭერის საჭიროებებზე”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი კიევში დღეს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები