spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგი – უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია საკუთარ უსაფრთხოებაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა არის ინვესტიცია ალიანსის უსაფრთხოებაში. ამის შესახებ მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ფრონტზე შეტევის რუსეთის მცდელობის მიუხედავად, უკრაინას მაინც აქვს გარკვეული წარმატებები როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ეკონომიკურად. მან აღნიშნა უკრაინის მნიშვნელოვანი მიღწევები ტერიტორიების განთავისუფლებაში, შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფნის გახსნისა და სუვერენული, დამოუკიდებელი ერის გადარჩენაში.

 

“რუსეთმა დაკარგა ის, რისი მიღწევაც სურდა ომის გზით და ეს არის კონტროლი უკრაინაზე. უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, ნატოს ახლო პარტნიორები იაპონია და სამხრეთ კორეა ასევე შეშფოთებული არიან რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, რადგან პუტინის გამარჯვება გაზრდის ძალის სხვაგან გამოყენების ალბათობას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები