spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტომატოლოგები მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ

მთავრობის კანცელარიასთან სტომატოლოგების აქცია გაიმართა.

ისინი მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პირველი იანვრიდან ყველა სტომატოლოგი ვალდებული ხდება დამატებითი კურსები და ტრენინგები გაიარონ, რაც მედიკოსების თქმით, დიდ ხარჯთანაა კავშირში, ასევე საჭირო იქნება 20 უპგ ქულა დააგროვონ კანონით დადგენილ ვადაში.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ვერ შეძლებენ ამ ტრენინგების გავლას და საქართველო სტომატოლოგების გარეშე დარჩება.

მათივე თქმით, არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია და მოითხოვენ დამატებით დეტალებს.

“ვაპროტესტებთ ამ დადგენილებას. ძალიან მოკლე ვადაა და თითოეულ ქულაზე არაადეკვატური თანხაა გადასახდელი. ამ ქულებს ვერ დავაგროვებთ ვერანაირად. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი კვალიფიკაციის ამაღლების. მოგვაწოდონ ზუსტი ინფორმაცია, რომელ სპეციალისტს რა ქულა გვჭირდება ან არ გავლის შემთხვევაში რა სანქციები გველის”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგას 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა განცხადებით მიმართა.

“მათ წარმოექმნათ პრობლემა სავალდებულო ქულებთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემა მარტივად გადაიჭრება, წინააღმდეგ შემთხვევაში სტომატოლოგია ან გაძვირდება, გადაინაცვლებს იატაკქვეშეთში, სადაც ინფექციის კონტროლი გართულდება ან ჯარიმების გამო ფაქტიურად სტომატოლოგის გარეშე დარჩება საქართველო“, – განაცხადა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის წარმომადგენელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები