სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 2013 წლის 17 მაისის საქმეზე დაზარალებულთათვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე- 14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა). სასამართლომ ასევე დაადგინა მე-11 მუხლის დარღვევა (შეკრების აკრძალვა), მე -14 მუხლთან ერთად.
სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფებისგან და ასევე ვერ უზრუნველყო ადეკვატური გამოძიება.
დაზარალებულები არიან 35 მოქალაქე და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია – “ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი” და “იდენტობა”.