“სტრატეგია აღმაშენებელი” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნულია.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირადად იყო ჩართული მედიაციის პროცესში, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან დღემდე არ მოგვისმენია კრიტიკული შეფასება “ქართული ოცნების” იმ განცხადებაზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას გულისხმობს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვაცხადებთ საქართველოს პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე.
ვთვლით, რომ “ქართული ოცნების” სურვილი უპასუხისმგებლოდ თავი აარიდოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პიდაპირი მედიაციით შექნილი დოკუმენტის პირობების შესრულებას, არის დემოკრატიის და ჩვენი ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგო ქმედება, რისი საშუალებაც მას არ უნდა მივცეთ!
ველოდებით პრეზიდენტისგან ამ საკითხზე კრიტიკულ შეფასებებს, მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ მასთან შეხვედრის შესაძლებლობას!”, – აღნიშნულია განცხადებაში