ზოგიერთ “ლიდერ” პოლიტიკოსს შურს, აღიზიანებს ბატონი კობახიძის პრინციპული პოზიცია, გავიხსენოთ, როგორ აღიზიანებდა ეროვნული მოძრაობის ზოგიერთ ლიდერს ზვიად გამსახურდიას პირველობა, პარალელები თვალსაჩინოა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ გაბელია წერს.
“სახელმწიფოს ახალგაზრდა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ უნდა შეძლოს ქარიზმად ქცევა, რასაც ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა აქვს ერის გაერთიანებისა და მისი მებრძოლი სულის ამაღლებისათვის. ქართველმა ხალხმა უნდა იწამოს მისი, რადგან ის არის ქვეყნის პატრიოტი და კანონიერების უპირობო დამცველი.
მან და ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, დიდი მოაზროვნის ციცერონის სიტყვები: თუ ქვეყანა სამართლის დედაბოძს არ ეფუძნება, მას განვითარების პერსპექტივა არა აქვს!
ნიშანდობლივია, რომ ყოფილი სამთავრობო ბლოკის თითოეული წევრი ოდიოზურია ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისათვის, განსაკუთრებით კი მათთან სხვა პარტიებიდან და ეროვნული მოძრაობიდან მიკედლებული პირები.
ზოგიერთ “ლიდერ” პოლიტიკოსს შურს, აღიზიანებს ბატონი კობახიძის პრინციპული პოზიცია. გავიხსენოთ, როგორ აღიზიანებდა ეროვნული მოძრაობის ზოგიერთ ლიდერს ზვიად გამსახურდიას პირველობა. პარალელები თვალსაჩინოა, ახლაც სახელმწიფოს მეთაურს დაუნდობლად ექცევიან პოლიტიკური ვაიოპონენტები!
დავფიქრდეთ რა შეიძლება ამ ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებას მოჰყვეს…
გვახსოვდეს, საქართველოს მტრებისგან მოსყიდულმა, საკუთარი ამბიციებით გაბრუებულმა ან უბრალოდ შეცდენილებმა მაშინ ნანატრ დამოუკიდებლობის აქტს უბრალოდ დეკლარაცია უწოდეს. დღეს, ბევრი ინანიებს ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, თავის საქციელს და აღიარებს – ზვიადის გვერდზე უნდა დავდგომოდითო. ამჟამად, ირაკლი კობახიძის გვერდით დგომაა აუცილებელი, რადგან მას მთავრობის მეთაურის რანგში ყოფნა ურთულეს პერიოდში უწევს. ახალგაზრდა, ენერგიულმა და ნიჭიერმა კობახიძემ არაერთი პრობლემა უნდა გადაწყვიტოს. პირველ რიგში, უნდა შეძლოს ერის დარწმუნება იმაში, რომ ურთიერთშორის შუღლი, შეურაცხყოფა და გაუტანლობა მხოლოდ მტრების წისქვილზე ასხამს წყალს!
დიდმა ილიამ – უფალს, თავის ქვეყანას, ერს, მომავალ თაობებს გზა გაუნათა, გზა სიმართლისა და ჭეშმარიტებისკენ. მივდივართ კი ამ გზით?.. უნდა ვიაროთ, რადგან ეროვნული ინტერესებია უპირველესი და არა პარტიული ან პირადული!” – წერს ჯემალ გაბელია.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid05jgQRaQwXh2RM2V1LY9LPZBG5E79LqWt6DkLv8Pyp99SoHpywRZ9wR7QgmEWJkEFl%26id%3D100073193397723&show_text=true&width=500&is_preview=true” width=”500″ height=”304″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>