spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტუდენტები და მე-12 კლასელები მსვლელობას გამართავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ აქციები გრძელდება. ამ წუთებში სტუდენტები და მე-12 კლასელები სხვადასხვა ტერიტორიაზე აქციებს მართავენ.

 

მე-12 კლასელები განათლების სამინისტროსთან იკრიბებიან, ისინი ბოლო ზარის თეთრი პერანგებით მივიდნენ ადგილზე, რის შემდეგაც მსვლელობით პროტესტის მთავარ ადგილას, პარლამენტთან გადაინაცვლებენ, ხოლო სტუდენტთა ნაწილი წერეთლის მეტროსთან იმყოფება.

 

როგორც აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელი მარშის საბოლოო ადგილს არ გაასაჯაროებენ. მათი თქმით, ამით ხელისუფლებას თავსატეხს გაუჩენენ და მანამდე არ გაჩერდებიან, სანამ “ოცნება” კანონს უკან არ გაიწვევს. 

 

“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ზარი გვაქვს ჩვენც და მრავალს სხვასაც, მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ და მონაწილეობა მივიღოთ ამ აქციებში”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივ მარშს გამართავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები