სტუდენტების პროტესტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შესახებ” გრძელდება.
ისინი ალექსიძის ქუჩაზე შეიკრიბნენ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მსვლელობას მართავენ.
მსვლელობის მონაწილე სტუდენტები გაფიცულები არიან და პროტესტის ნიშნად სასწავლო დაწესებულებებში არ დადიან.
როგორც თავად აცხადებენ, სანამ ხელისუფლება კანონს არ გაიწვევს, აუდიტორიებში არ დაბრუნდებიან.
“რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი არის ის, რომ “რუსული კანონი” გაიწვიონ უკან და ჩვენ შევიდეთ ევროპაში. პროტესტის ეს ფორმა, გაფიცვა, გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა არ აგვყვება, იმიტომ, რომ მთავარი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით ის არის, რომ საქართველო ისევ არ გარუსდეს.
ვისაც ჰგონია, რომ ევროპა მონობისთვის გვჭირდება, დაფიქრდით, ევროპა რას გვთავაზობს”, – განაცხადა მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ.