spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტუდენტების პროტესტი გრძელდება

სტუდენტების პროტესტი გრძელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია მესამე დღეა, ბლოკირებულია.

 

სტუდენტების მოთხოვნა კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას გათავისუფლება და გამოსახლებების შეჩერებაა.

 

გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კეკელიძის ქუჩაზე ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ორივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

ჩიქობავა თსუ-ის ლექტორია, ხასაია – “ილიაუნის”. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები