spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სულხან კოჩალიძე – ვტოვებ “ლელოს” პარტიას და ვემიჯნები პირადად მამუკა ხაზარაძეს

პარტია “ლელოს” აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრი სულხან კოჩალიძე პარტიის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, იგი “პირადად მამუკა ხაზარაძეს ემიჯნება, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც ვერ დარჩება მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან ერთად”.

“დღეს მინდა განვაცხადო, რომ ვტოვებ “ლელოს” პარტიას და ვემიჯნები პირადად მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც, როგორც დავინახე პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად. ხაზარაძე ადამიანია, რომელიც ვაჭრობს საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზეზით. იგი დარჩა მევახშედ, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც მე ვერ დავრჩები მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან ერთად, რასაც მოვუწოდებ ჩემს ყოფილ პარტიაში დარჩენილ მეგობრებს გააკეთონ სწორი არჩევანი!“- წერს სულხან კოჩალიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები