ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.
“ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში პირველი ვიზიტის დროს უკრაინისთვის ახალი საჰაერო თავდაცვის შესახებ გამოაცხადა, 50 მილიონი ფუნტის ოდენობის პაკეტი მოიცავს 125 საზენიტო იარაღს და ტექნოლოგიას ირანული დრონებთან დასაპირისპირებლად”, – აღნიშნულია Sky News-ის ინფორმაციაში.
უკრაინის დახმარების პაკეტი მოიცავს ათეულობით რადარს, ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას. ამავდროულად, ადრე გამოცხადდა საჰაერო თავდაცვისთვის ათასზე მეტი რაკეტის მიწოდების შესახებაც.
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უკრაინაში დღეს ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა.