განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქრისტეფორე მესამის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პერსონალი 31 მარტიდან სასწავლო პროცესს სურამის N2 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ.
“იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, სამინისტრომ მოსწავლეებისთვის დაუყოვნებლივ უზრუნველყო ალტერნატიული სასწავლო სივრცე, ტრანსპორტირების სერვისი და ყველა საჭირო რესურსი.
სურამის N4 საჯარო სკოლის შენობაში გაჩენილ ხანძარს არ დაუზიანებია სკოლის შენობის ძირითადი ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ ხანძრის მიუხედავად, სკოლაში არსებული ყველა დოკუმენტი, ინვენტარი და ტექნიკა სრულადაა შენარჩუნებული და ამ მხრივ სკოლას ზიანი არ მიუღია.
ხანძრის ფაქტზე დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება”, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.