სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი უკრაინის სურსათის უვნებლობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროსს ვლადისლავა მაგალეცკაიას შეხვდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზი გაუსვა უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით ინფორმაციების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების უფრო გააქტიურებას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დელაგაციის წევრებს, რომლებიც უკრაინის ბიზნეს-ასოციაციებს წარმოადგენდნენ, საქართველოში არსებული კანონმდებლობის და რეგულაციების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
აღინიშნა, რომ ყველა მიმართულებით შეუფერხებლად მიმდინარეობს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დანერგვა, რაც ქვეყნებსშორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს.