spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სუს-ი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

“რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

 

უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

 

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

 

უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ მდგომარეობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „საზღვრის უკანონო კვეთისთვის 26 მარტს დააკავეს 1987 წელს დაბადებული ლევან მაჩაბელი, რომელიც საქართველოს შეირაღებულ ძალებში 2005-2009 წლებში მსახურობდა და აგვისტოს ომში მონაწილეობდა, ბოლო პერიოდში კი რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ დონბასში მოხალისედ იბრძოდა”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები