spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სუსი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ივანე ილურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

 

“ილურიძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც “ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

 

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

 

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია სუსის ინფორმაციაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები