“აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარა აცხადებს, რომ „აზოვის“ ხელმძღვანელობა “აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე რჩება.
მისივე თქმით, ოპერაცია გრძელდება, რომლის დეტალებზეც ვერ ისაუბრებს.
“მადლობა მთელ მსოფლიოს. მადლობა უკრაინას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით“, – განაცხადა პალამარმა.
რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს პალამარა რუსებს „ტყვედ ჩაბარდა“.
“აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების გაყვანის ოპერაცია გრძელდება. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ისინი რუს ტყვეებზე უნდა გაცვალონ.